მთავრობის ადმინისტრაციაში ამბობენ, რომ საქართველოს პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილს, საფრანგეთში ვიზიტთან დაკავშირებით არ მიუმართავს. იმპიჩმენტის მცდელობის შემდეგ ეს სალომე ზურაბიშვილის პირველი ვიზიტია საზღვარგარეთ.
ზურაბიშვილმა პარიზში ვიზიტის შესახებ გუშინ, 8 ნოემბერს ორბელიანების სასახლის წინ გამართულ შეკრებაზე განაცხადა.
“დავესწრები ამ ფორუმს, როგორც იყო დაგეგმილი. იმის გათვალისწინებით თუნდაც, როგორც ახლა დაიგეგმა, პრემიერიც დაესწრება. ამ მხრივ, ნებსით თუ უნებლიეთ, გამოგვივა ორივეს დეპოლარიზაციის მაგალითის მიცემა”, – განაცხადა ზურაბიშვილმა.
ამასთანავე, იგივე ფორუმზე დასასწრებად პარიზში ღამით გაემგზავრა პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილიც. ხვალ ღარიბაშვილი დაახლოებით 6 საათზე პანელურ დისკუსიაში – “მშვიდობის შექმნა და უფრო უსაფრთხო სამყაროს შენება კავკასიის შემთხვევის გათვალისწინებით” მიიღებს მონაწილეობას.