ზურაბიშვილი პირველად ცდილობს, პოზიციონირდეს, როგორც დამოუკიდებელი აქტორი – ბოკუჩავა ვეტოზე

“ზურაბიშვილი პირველად ცდილობს, პოზიციონირდეს, როგორც დამოუკიდებელი აქტორი”- ასე შეაფასა  ენმ-ის  პოლიტსაბჭოს წევრმა თინა ბოკუჩავამ, ზურაბიშვილის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილ ცვლილებებზე შესაძლო ვეტოს დადების საკითხის განხილვა ოპოზიციასთან. ბოკუჩავას თქმით, სალომე ზურაბიშვილი პირველად ცდილობს პოზიციონირდეს, როგორც დამოუკიდებელი აქტორი.

“ქალბატონი ზურაბიშვილი, როგორც ერთ-ერთი გარანტორი ამ შარლ მიშელის ხელშეკრულების, როგორც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს წარმოედგინათ მისი როლი, როგორც ჩანს, ახლა ცდილობს, გარკვეულწილად, პირველად პრაქტიკულად მისი პრეზიდენტობის განმავლობაში, რომ პოზიციონირდეს, როგორც ამგვარი დამოუკიდებელი აქტორი”, – განაცხადა თინა ბოკუჩავამ.