სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერის, გიორგი ვაშაძის ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი გიორგი რურუას შეწყალების წინააღმდეგია.
“ვფიქრობ, რომ ძალიან დიდი პირადი პასუხისმგებლობა, დესტრუქციული ამ შემთხვევაში, არის საქართველოს პრეზიდენტის, ქალბატონი სალომე ზურაბიშვილის. არაერთი ინდივიდუალური საუბრის დროს, როგორც გამოვკვეთე, ყოველ შემთხვევაში, მედიატორების მხრიდან ასე გავარკვიე, რომ თურმე ის პერსონალურად წინააღმდეგი არის, რომ შეწყალების მექანიზმი გამოიყენოს რურუასთან მიმართებაში.
მინდა ვთქვა, რომ ერთი მხრივ, მოწოდება ჩვენი, რომ შეთანხმებისკენ წავიდეს და მეორე მხრივ, თვითონ ამ ადამიანს, პირველად მიეცა შანსი, რომ პოლიტიკური დეესკალაციისკენ ნაბიჯი გადადგას, პირველად და შეიძლება უკანასკნელად და ასეთ ნეგატიურ, დესტრუქციულ როლს თამაშობს, “პრინციპულობას” იჩენს თითქოს, ეს არის ძალიან ცუდი. მე მგონი, გამოვიდეს და უნდა ახსნას საკუთარი პოზიცია”, – განაცხადა ვაშაძემ ფორმულას ეთერში.