ზურაბიშვილი: სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით პოზნერის ვიზიტისგან ვნებათაღელვას

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, “სიფრთხილე რომ გამოეჩინათ”, არც პოზნერის ვიზიტით ვნებათაღელვას მიიღებდნენ და არც გავრილოვით.

“მეტი ყურადღება უნდა გამოვიჩინოთ და მეტი სიფრთხილით მივუდგეთ ყველა შესაძლო მანიპულირებას, რომლის ინიციატივაც შეიძლება ქვეყნის გარედან მოდიოდეს. ასეთი სიფრთხილე რომ გამოგვეჩინა, არ მივიღებდით არც პოზნერის ვიზიტით გამოწვეულ ვნებათაღელვას და არც გავრილოვს მივუშვებდით პარლამენტის თავმჯდომარის სავარძელში”,- თქვა ზურაბიშვილმა.

მისივე განცხადებით, ერთიანობისკენ გადადგმული პირველი ნაბიჯი არსებული რეგულაციების ყველაზე ერთნაირად გავრცელებაა.

“ყველგან: ფეხბურთის სტადიონზე, ნოვრუზის დღესასწაულზე თუ ეკლესიაში წირვაზე, ან კიდევ პოზნერის ნადიმზე თუ ჩვენი მოქალაქეების დიდი ხნით გადადებულ ქორწილებში და დაბადების დღეებზე, საპროტესტო აქციებზე თუ სხვა საზოგადოებრივ თავყრილობებზე. მხოლოდ ხელისუფლების პასუხისმგებლობა არ ყოფნის. თითოეული მოქალაქის შეგნებაზე, პირბადის ტარებაზე, დროულ ვაქცინაციაზე და გაფრთხილებაზე გადის ჩვენი საზოგადოების ბედი”,- აღნიშნა ზურაბიშვილმა.