”ქართული ოცნების მარცხების თვლა არაფრის მომტანი არაა. სტატუსკვოს შეცვლას ოპოზიციის გამარჯვებები სჭირდება.
რაც შეეხება დღევანდელს, ზურაბიშვილი შთამბეჭდავი იყო, ქოცები – ამზრზენი და სამარცხვინო. ის, რომ იმპიჩმენტი არ შედგა, ნებისმიერ შემთხვევაში კარგია. ის, რომ ამ პროცესმა ევროინტეგრაციული პროცესები დააზიანა ასევე უტყუარია.
ისიც უნდა ითქვას, რომ არის თუ არა ეს ივანიშვილის თამაში, ლეგიტიმური შეკითხვაა. თუმცა კონსპირაციულ სპეკულაციებს ორივე მიმართულებით ახლა არათუ აზრი არ აქვს, კონტრპროდუქტიულიცაა. კონსპირაციებში ჩაძირვა ზუსტად ისაა, რაც ზოგადად პროპაგანდის მიზანია ყველგან და ყოველთვის. ყველაზე მარტივი გამოსავალი ამგვარ ვითარებებში შედეგებით მსჯელობაა.
არის თუ არა ოცნებისა და ზურაბიშვილის დაპირისპირება ივანიშვილის თამაში, გათვლით იმაზე, რომ ახალი პოლიტიკური პროექტი წამოიწყოს, ძალიან მოკლე დროში და ძალიან მკაფიოდ გამოჩნდება.
ps სულაც არაა აუცილებელი, დაპირისპირების აღმასრულებელი ქოცები ინფორმირებულნი იყვნენ მათი პატრონისგან, რომ ეს მხოლოდ თამაშია და თვითონ კი – სათამაშოები. გავიხსენოთ ამ ჟანრის კლასიკა: მამუკა მდინარაძე და ტრუსკავეცი”.
წერს ამის შესახებ, “მთავარი არხის” დამფუზნებელი ნიკა გვარამია.