“ძალიან კონკრეტული რამ გვითხრა მე და ცოტნეს, რომ არანაირი ილუზია და სურვილი არ აქვს, რომ რაიმე ისეთ პროცესში შევიდეს, როგორშიც შევიდნენ შარლ მიშელი და ამერიკელები, რადგან თვითონაც ფიქრობს, რომ აქედან არაფერი გამოვა. მთავარი ის არის, რომ მაყურებელმაც, მედიამაც და პოლიტიკურმა სპექტრმაც გაიგოს, რომ ილუზია ამ პროცესთან მიმართებით არ უნდა ჰქონდეს.
მე ვუთხარი, რომ თუ ეს პროცესი ასეთად წარმოგიდგენიათ, რაც შეიძლება ძალიან მნივშვნელოვანი პროცესი იყოს, მაგრამ შეიძლება იყოს წლებზე გაწერილი პროცესი-მეთქი, მაშინ გარეთ საზოგადოებას, მედიას და პოლიტიკოსების სხვანაირი აღქმა რომ აქვთ, უნდა აუხსნათ, რომ ეს ის პროცესი არ არის-მეთქი. მითხრა, კიო, მე ვიზამ მაგასო და მათ შორის თქვენც რომ გახვალთ გარეთ, იქნებ თქვენც აუხსნათო”
ამბობს გირჩი – მეტი თავისუფლების ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ “ფორმულას” ეთერში.