გუშინ და დღეს გავრცელებული ინფორმაცია დეტალურად დადასტურდა: მიღებული დავალების შესაბამისად სალომე ზურაბიშვილმა წარადგინა არა ქართული, არამედ, ლოკალური ომის ქარტია, რომლის მიხედვითაც ხალხმა ხმა ნაცებს უნდა მისცეს იმ დაპირებით, რომ ხალხი ხმას ნაცებს, ომს და ბოროტებას კი არა, ევროპას აძლევს.
არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში ნაცები ნამდვილ დემოკრატიულ და ევროპულ რეფორმებს ზუსტად ერთ წელში მორჩებიან და ამის შემდეგ კვლავ ჩაატარებენ ახალ, ათასჯერ დემოკრატიულ და უაღრესად გამჭვირვალე არჩევნებს. გაწმენდენ უწყებებს ხალხის მტრებისგან, ხოლო დროებით მთავრობას პოლიტიკოსებს არ გააკარებენ. გეგმა კი თავის მხრივ ევროკავშირის წევრობას უზრუნველყოფს.
წარმოუდგენელია, ეჭვი შეიტანო რომელიმე სიტყვაში.