„კმაყოფილი ვარ, რომ მან რეაგირება ახლა გააკეთა, ფორმალურობა დაიცვა და პრეზიდენტის ტრიბუნა გამოიყენა. მკაფიოდ თქვა, რომ ის არ არის „ქართული ოცნების“ „ხელის გოგო“, რასაც ისინი უკარნახებენ, ამის გამკეთებელი არ არის. მას გააჩნია თავისი ხედვები, ბევრი რამ არ მოსწონს, როგორც სასამართლოში, ისე ქვეყნის ორიენტაციაში, ევროპიდან გადახვევის მცდელობა რომ არის, ყველაფერს გააკეთებს, რომ ეს არ მოხდეს.ეს არის ერთ-ერთი მთავარი შეტყობინება, რომ მას პრინციპები გააჩნია, ხშირად თუ არა, ზოგჯერ ეს პრინციპები არ ემთხვევა „ქართული ოცნების“ დღევანდელ პოლიტიკას. მან ეს დააფიქსირა, რომ ეს ასეა.
მგონი, უკვე კატეგორიული აღარ არის, „არა და არასდროს“, არ ამბობს დიდი ხანია. ის, რაც სააკაშვილის ჯანმრთელობის მიმართ ხდება შემაშფოთებელია. მგონი, იტოვებს რაღაც შანსს, სივრცეს, რათა კრიტიკულ სიტუაციაში იმ დროისთვის მისაღები გადაწყვეტილება მიიღოს, მათ შორის, შეიძლება არ გამორიცხავს შეწყალებას. მისი ლაპარაკიდან {ჩანს}, რომ შეწყალება არ არის პრიორიტეტი, ის არ ეძებს შეწყალების საბაბს. მე არ გამოვრიცხავ, რომ მას ურჩევნია ყველაფერი ისე დასრულდეს, რომ მას არ მოუწიოს შეწყალება“,
ამის შესახებ პოლიტოლოგმა პაატა ზაქარეიშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ განაცხადა, სადაც პრეზიდენტის მიერ დღეს გამართულ ბრიფინგზე გაკეთებული განცხადებები შეაფასა.