ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის,მაგრამ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებ – მელია

“ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის,მაგრამ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებ ” – აცხადებს, ენმ-ის თავჯდომარე, ნიკა მელია სალომე ზურაბისვილის მიერ საახალწლო წვეულებასთან დაკავშირებით.

”სალომე ზურაბიშვილს მადლობა მოპატიჟებისთვის, მაგრამ ვინაიდან კლასიკური საახალწლო ცერემონიაა, საახალწლო საღამოა, ჩვენ ამ საღამოში მონაწილეობას ვერ მივიღებთ გასაგები მიზეზების გამო.

ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას იმ შეხვედრებში, რომელსაც, როგორც ქალბატონი ზურაბიშვილი აანონსებს, ადგილი ექნება უახლოეს მომავალში.” – აცხადებს მელია.