„რასაც ვუყურებ, სალომე ზურაბიშვილს აქვს მცდელობა, რომ ქართლის დედა გახდეს. ერთი პერიოდი წმინდა ნინოობა უნდოდა, მერე, გადაიფიქრა. ნუ, ქეთევან დედოფლობა არ უნდა, რა თქმა უნდა. ქართლის დედობის მცდელობა აქვს, რა გამოუვა არ ვიცი. მგონია, რომ არაფერი გამოუვა – ვფიქრობ, რომ არაა ქართლის დედა და მაგიტომ. არც პოლიტიკური ლიდერი არაა და არც არაფერი. ამ ქვეყანას პოლიტიკური ლიდერები ჰყავდა სამი – ზვიად გამსახურდია, ედუარდ შევარდნაძე და დღეს, მიხეილ სააკაშვილი. სალომე ზურაბიშვილი არის დანამატი, შექმნილი, თავის დროზე მიხეილ სააკაშვილმა ჩამოიყვანა. ეს შეურაცხყოფა არაა, მაგრამ პოლიტიკური მაროდიორია. სალომე ზურაბიშვილმა ქვეყნისთვის ხელშესახები, კონკრეტული რა გააკეთა? – არაფერი. უკრაინაში არ ჩასულა ამდენი ხანია. ეს არის ქალი, რომელსაც ძალიან, ძალიან უყვარს კომფორტი და ოპოზიციონერობა კომფორტი არ არის. [ზურაბიშვილი] ბიძინას მარჯვენა ხელია, თუ მარცხენა, არ ვიცი. აქეთ არის „ტარიელოვიჩი“, იქით არის სალომე. ბიძინას საქმეების დამლაგებელია. გააკეთა განცხადება, რომ თურმე ბიძინა არის ოლიგარქი და აუ, ზეიმია ქვეყანაში, ახალი თამარი გაგვიჩნდა – ასეა საჭირო, ბიძინა ოდნავ გააკრიტიკა…
სალომეს ოპოზიციონერობაზე ნუ ვილაპარაკებთ, როდესაც მე გესაუბრებით. მთელი ჩემი დღე და მოსწრება ოპოზიციაში ვარ. ძალიან მაღალი კატეგორიები მაქვს, განვსაზღვრო, ადამიანი არის ოპოზიციონერი თუ არა. ჯერ მაშინ ქმნიდა პრობლემებს გაერთიანებულ ოპოზიციაში, როდესაც ვერ ვაკავებდით, რომ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილედ არ წასულიყო. არ მალაპარაკო რაღაცები, თავს შევიკავებ.
ქალი აფიქსირებს, რომ უკრაინის მომხრეა. მარტივია ფაქტები, ვინ რას ლაყბობს საინტერესო არაა. საქართველოში საუბარი ძალიან პოპულარულია და სალომეზე გაცილებით უკეთესად საუბრობს ხალხი. უკრაინაში რატომ არ ჩასულა არც ერთხელ? კობახიძე უშლის თუ ბილეთის ფული არ აქვს? კარგი, პრეზიდენტად არ უშვებენ, კერძო პირად რატომ არაა ჩასული? უკრაინის რანაირი მხარდაჭერაა ეს? უკრაინის მხარდაჭერაა, როდესაც ფიზიკურად ჩახვალ, დაენახვები ხალხს, თანადგომას გამოხატავ“,
ამის შესახებ პარლამენტის ოპოზიციონერმა წევრმა, გუბაზ სანიკიძემ ტელეკომპანია „პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ საქართველოს პრეზიდენტ, სალომე ზურაბიშვილზე საუბრისას განაცხადა.