ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს

გენერალური პროკურორის თანაშემწეზე ზურაბ ადეიშვილზე თავდასხმის ბრალდებით ერთი ადამიანი დააკავეს. უკრაინის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული 34 წლის, უცხო ქვეყნის მოქალაქეა. სხვა თავდამსხმელების სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.

ცნობისთვის, 7 თებერვალს კიევში ზურაბ ადეიშვილს  4 პირი თავს დაესხა, რის შემდეგაც ის კლინიკაში გადაიყვანეს.