განზრახ მკვლელობაში ბრალდებული ძიუდოისტი და ქართული ოცნების ყოფილი დეპუტატი, ზურაბ ზვიადაური სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.
მოსამართლე მამუკა წიკლაურის გადაწყვეტილებით, ზვიადაური სასამართლოს დარბაზიდან 50 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლდა.
ზვიადაურის გარდა, თელავის რაიონულმა სასამართლომ გირაოს სანაცვლოდ კიდევ ერთი ბრალდებული ჯაბა ჯანგირაშვილი გაათავისუფლა. მას 5 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს.