ადვოკატი მაგადა კოტრიკიძის განცხადებით, მის დაცვის ქვეშ მყოფ “ოცნების” ყოფილ დეპუტატს, ოლიმპიურ ჩემპიონ ზურაბ ზვიადაურს თოდუას კლინიკაში მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა ჩაუტარდა, რის გამოც პენიტენციური დაწესებულება დროებით დატოვა.
ადვოკატის განცხადებით, ზვიადაურის ჯანმრთელობის მდგომარეობა გართულებულია.
,,თოდუას კლინიკაში ჩაუტარდა მაგნიტურ-რეზონანსული კვლევა, გამოყვანილი იყო პენიტენციური დაწესებულებიდან. დასჭირდება თუ არა ჰოსპიტალიზაცია დამოკიდებულია კვლევის დასკვნაზე. მანამდე მას რამდენჯერმე ჩაუტარდა ქირურგიული ოპერაცია ხერხემალზე და ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობაც გართულებულია. მისი შემდგომი ჰოსპიტალიზაცია და მკურნალობა დამოკიდებულია კვლევის შედეგებზე. კვლევის ჩატარების შემდეგ ისევ დააბრუნეს პენიტენციურ დაწესებულებაში“, – თქვა კოტრიკაძემ IPN-ის ცნობით.
ცნობისთვის, თელავის რაიონულმა სასამართლომ მკვლელობაში ბრალდებულ ზვიადაურს აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიანი პატიმრობა 18 აგვისტოს შეუფარდა.