პოლიტოლოგი გია ხუხაშვილი გიორგი გახარიაზე ამბობს, რომ ზურაბ ჟვანიას შემდეგ ასეთი პოლიტიკური კლასი არავის უჩვენებია.
“ოპოზიციამ უნდა შეინარჩუნოს ობიექტურობა და აღიაროს, რომ ჩიხში შესული პოლიტიკური პროცესისთვის გზის გახსნაში უმნიშვნელოვანესი როლი ითამაშა გახარიას ნაბიჯმა. ზურაბ ჟვანიას შემდეგ ასეთი პოლიტიკური კლასი არავის უჩვენებია. არა აქვს მნიშვნელობა მისი მოტივების განხილვას, შედეგი სახელმწიფოებრივად მნიშვნელოვანია. ჩემი აზრით, ისიც დადასტურდა, რომ არც 20 ივნისს გაუცია ბრძანება. მას ეს “კომპრომატი” ხელისუფლებამ ჩაუდო და ეგონა რომ ამით მართავდა”,– წერს ხუხაშვილი Facebook–ზე.
დღეს გიორგი გახარიამ პრემიერმინისტრის პოსტი დატოვა. მისი განმარტებით, ამის მიზეზი გუნდში ნიკა მელიას დაპატიმრებასთან დაკავშირებული უთანხმოებაა.