ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას, ლევან თოფაძის განზრახ მკვლელობის მცდელობის საქმეზე 3-წლიანი პატიმრობა მიესაჯა.
სასამართლოს გადაწყვეტილებით, მისჯილი 3 წლიდან ბუსა ჟვანია პენიტენციურ დაწესებულებაში წელიწად-ნახევარს გაატარებს, დანარჩენი წელიწად-ნახევარი კი პირობითად ჩაეთვლება.
გოგი თოფაძის შვილიშვილის, ლევან თოფაძის დაჭრისთვის საქართველოს ყოფილი პრემიერმინისტრის, ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია, 2 აგვისტოს დააკავეს.
შსს-ს ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბუსა ჟვანიამ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, 1998 წელს დაბადებულ ლევან თოფაძეს მისსავე საკუთარ საცხოვრებელ სახლში, ცივი იარაღით სხეულზე რამდენიმე ჭრილობა მიაყენა.