ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა

”გირჩი – მეტი თავისუფლების” ლიდერზე ზურაბ ჯაფარიძეზე თავდამსხმელი სასამართლომ 2 000-ლარიანი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა.

საქმეს მოსამართლე გოგა კუპრეიშვილი განიხილავდა.

დაკავებული სოსო მაისურაძე სასამართლო დარბაზიდან გაათავისუფლეს.

ცნობისთვის, 17 ივნისს გორის სმარტთან გირჩი – მეტი თავისუფლებას ლიდერს ზურაბ ჯაფარიძეს თავს დაესხნენ – ჯაფარიძეს დაზიანება თვალის არეში ჰქონდა მიყენებული.