ზურაბ ჯაფარიძე მთავრობას თერმოსკრინინგის ჩატარებაში ,,დაეხმარა”

პოლიტიკური პარტია გირჩის ლიდერი, ზურაბ ჯაფარიძე დღეს დილის 9 საათზე მთავრობის კანცელარიასთან მივიდა და მთავრობას თერმოსკრინინგის ჩატარებაში ,,დაეხმარა”.

ჯაფარიძე ამბობს, რომ კანცელარიაში შემსვლელებს არ უტარდებათ თერმოსკრინგი, ამიტომ პარტიამ გადაწყვიტა, მთავრობას დაეხმაროს.

“ჩვენ ვატარებთ თერმოსკრინინგს. როგორც იცით, მთავრობამ მოსახლეობას მასობრივად ჩაუტარა თერმოსკრინინგი. მთავრობას დახმარება სჭირდება იმ თვალსაზრისით, რომ ამ შენობაში ვინც შედიან, იმათ არ უტარდებათ თერმოსკრინინგი, მიუხედავად იმისა, რომ ბევრგან ტარდება. გადავწყვიტეთ, რომ მთავრობას დავეხმაროთ. აღრიცხვასაც ვაკეთებთ და მივაწვდით დაავადებათა კონტროლის ცენტრს”, — განაცხადა ჯაფარიძემ.

საბოლოოდ, გირჩმა სულ 11 ადამიანს ჩაუატარა თერმოსკრინინგი, მათგან სიცხე არცერთს დაუფიქსირდა.