აღმაშენებლის 45 ნომერში, ბარში “ჯაფარასთან“, რომელიც გირჩის ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ დღეს გახსნა შრომის ინსპექცია და პოლიცია შევიდა. ზურაბ ჯაფარიძემ საკუთარი ბარი ხელისუფლების მიერ დაწესებული შეზღუდვების მიმართ პროტესტის გამო დღეს შაბათს საღამოს გახსნა. მან თქვა, რომ აპირებს დაარღვიოს ყველა რეგულაცია, მათ შორის კომენდანტის საათი და დახურულ სივრცეში სტუმრების მომსახურების აკრძალვა.
ჯაფარიძემ შენობა პირადად აიღო იჯარით. მისი თქმით, ბარის გახსნა პოლიტიკური დაუმორჩილებლობის აქტია და ის ღამის საათებშიც იმუშავებს.
“გეპატიჟებით ყველას, ვისაც ყელში ამოგივიდათ ზაზუნასავით გალიაში ყოფნა”, – ეწერა ღონისძიების ანონსში.
“აქედან რაიმე საჩივარი არ გასულა, რომ ვინმეს რამე უფლება შეელახა. რატომ მოვიდნენ არ ვიცი. გასაგებია, რომ მათ აქვთ დავალებული, რომ ყველა ბიზნესი დასაჯონ და გააჩერონ. ეს სტრუქტურა, ბოლო თვეები დაკავებულია იმით, რომ ადამიანებს აკარგინებს შემოსავალს და სამსახურებს, ხურავს ბიზნესს და უხარია”, – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.