ზურაბ ჯაფარიძის და ნიკა მოსიაშვილის სასამართლო პროცესი ხვალ, 9 მარტს, 16:00 საათამდე გადაიდო. ორივე მათგანი სასამართლოს დარბაზიდან გაათავისუფლეს. ზურაბ ჯაფარიძის თქმით, ნიკა მოსიაშვილი პროცესზე შეუძლოდ გახდა და სასწრაფო დახმარება დასჭირდა. მისი ცნობით, მოსიაშვილი საავადმყოფოში გადაიყვანეს.
„ჩვენ დაკავებული არ ვიყავით, ჩვენ ვიყავით გატაცებული და ნაცემი, ანგარიში გაგვისწორეს. ამის შემდეგ ჩვენ დაახლოებით ერთი საათი დავყავით იმ ეზოში, უბრალოდ ჩუმად ვიდექით, იმიტომ რომ ლაპარაკზე გვცემდნენ და ველოდებოდით როგორ გეგმავდნენ რუსთაველის გაწმენდის ოპერაციას ჩვენ თვალწინ. დაახლოებით ნახევარი საათის შემდეგ მოვიდნენ ე.წ კრიმპოლის თანამშრომლები… გადაგვიყვანეს ე.წ სამმართველოში“ – განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემю