პარტია „გირჩის“ ლიდერმა ზურა ჯაფარიძემ პრეზიდენტის სასახლესთან საგანგებო მდგომარეობით გათვალისწინებული აკრძალვების საწინააღმდეგო საგანმანათლებლო აქცია გამართა.
მას ხელში ბანერიეკავა, წარწერით ილფისა და პეტროვის „12 სკამის“ კინოეკრანიზაციიდან. როგორც ჯაფარიძე განმარტავს ბანერზე წარწერა ისეთივე დამახინჯებული ფრანგულით წერია როგორც პრეზიდენტი ლაპარაკობს ქართულად.
„აკრძალული მაქვს საპროტესტო აქციები, ერთი საპროტესტო აქციის გამო დამაჯარიმეს და მეორე საპროტესტო აქციის შემთხვევაში მემუქრება ციხე, ამიტომ ეს არ არის საპროტესტო აქცია, ეს არის საგანმამათლებლო აქცია, რომლის მიზანიცაა საქართველოს მოქალაქეებს გავაგებინო, რომ მოსახლეობის დიდი ნაწილი შიმშილობს“, – განაცხადა “გირჩის” ლიდერმა.