“ზურა ჯაფარიძეს აქვს სრული უფლება თქვას ის, რაც თქვა, მე გულწრფელად გეტყვით, ის პერფორმანსები, რაც იყო, ჩემთვის არაფერს ცვლის, მას შეუძლია დადგას ეს პერფორმანსები, აზომოს პარლამენტი, კანცელარია, გაზომოს ყველაფერი, იმღეროს, ეს ყველაფერი შესაძლებელია და ყველას აქვს ამის უფლება. ჩვენ ერთიან პოზიციაზე უნდა ვიფიქროთ, როგორ უნდა მოვიმხროთ იმ ადამიანების უმრავლესობა, ვისაც უნდა ევროპა, არ უნდა “ქართული ოცნება”, მაგრამ ჯერჯერობით არის მერყევი, მათ შორის, არაძალადობრივი პროტესტით, ეს აჩვენა 20 ივნისმა, როცა „ქართული ოცნების“ ძალიან ბევრი ამომრჩეველი იყო ქუჩაში,”
აცხადებს ენმ-ს ერთ-ერთი ლიდერი, საპარლამენტო ფრაქციის თავმჯდომარე ხატია დეკანოიძე.