ზურა ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლის ვადით თანამდებობის დაკავება მიესაჯა

რეჟიმმა პარტია გირჩი მეტი თავისუფლების ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს 7 თვით თავისუფლების აღკვეთა და 2 წლით თანამდებობის დაკავების აკრძალვა მიუსაჯა.

განაჩენის გამოცხადებას არ დასწრებია ჯაფარიძე. მოსამართლემ გასული სხდომა ბრალდებულის საბოლოო სიტყვის ეტაპზე გადადო, თუმცა, ის პროცესზე არ გამოცხადებულა.

ჯაფარიძე პირველი ოპოზიციონერი პოლიტიკოსია, რომელსაც პარლამენტის დროებითი საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობაზე განაჩენი გამოუტანეს.

ზურა ჯაფარიძეს თეა წულუკიანის კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო, 16 აპრილს 20 000-ლარიანი გირაო შეუფარდეს. ჯაფარიძემ გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა. პროკურატურამ ჯაფარიძისთვის  აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული გირაოს გადაუხდელობის გამო, სასამართლოს პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით მიმართა. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. 22 მაისს ზურაბ ჯაფარიძე სასამართლო დარბაზში დააკავეს – გადაწყვეტილება მოსამართლე ირაკლი შვანგირაძემ გამოაცხადა.