”ქართული ოცნების” არალეგიტიმური პარლამენტის ე.წ. საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობისთვის დაკისრებული გირაოს არ გადახდის გამო მოსამართლე, ირაკლი შვანგირაძემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა და “კოალიცია ცვლილებისთვის” ერთ-ერთ ლიდერს, ზურაბ ჯაფარიძეს აღკვეთის ღონისძიება პატიმრობით შეუცვალა.
სასამართლო პროცესი ამ წუთებში ისევ გრძელდება.
აღკვეთის ღონისძიების ცვლილება პროკურატურამ მას შემდეგ მოითხოვა, რაც ზურაბ ჯაფარიძემ 20 000-ლარიანი გირაოს გადახდაზე უარი განაცხადა.