გიორგი შაქარაშვილის მკვლელობის საქმეში ბრალდებულის, არასრულწლოვანი ზ.ხ-ს მამა პროკურორებთან შეხვედრას ითხოვს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავის დაწვით იმუქრება.
ის დღეს ამ მოთხოვნით პროკურატურასთან მივიდა. მას სამედიცინო ხალათი ეცვა, ჰქონდა ბენზინი და სანთებელა. სამართალდამცველებმა ზ.ხ-ს მამას ტერიტორია დაატოვებინეს.
თამაზ ხომასურიძე პროკურორებს მასთან შეხვედრის ვადას საღამომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში კი ამბობს, რომ თავის დაწვას კიდევ სცდის.
არასრულწლოვანი ზ.ხ ერთ-ერთია იმ 5 ბრალდებულს შორის, რომელსაც შაქარაშვილის მკვლელობის საქმეზე ბრალი დაუმძიმდა. გამოძიება მას დამამძიმებელ გარემოებაში ჯგუფურად განზრახ მკვლელობას ედავება. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 13-დან 17 წლამდე პატიმრობა ემუქრებათ.