თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია, მოვუწოდებთ ხელისუფლებას ჩაატაროს მიუკერძოებელი გამოძიება – აშშ-ს საელჩო

“თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია, მოვუწოდებთ ხელისუფლებას მიუკერძოებელი გამოძიება “- აშშ-ს საელჩო საქართველოში, გუშინ,  ტელეომპანია “ფორმულას” თანამშრომლებზე თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს გმობს. ამის შესახებ, ინფორმაცია, ფეისბუქის, ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნდა.

“ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო გმობს ტელეკომპანია ფორმულას თანამშრომლებზე გუშინ განხორციელებულ თავდასხმისა და ვანდალიზმის ფაქტს. ამას წინ უსწრებდა, თებერვალში, ფორმულას ჟურნალისტის ვახო სანაიას ცემის ინციდენტი. მოვუწოდებთ ხელისუფლებას, ჩაატაროს ამ შემთხვევების სწრაფი, სრულყოფილი და მიუკერძოებელი გამოძიება. თავდასხმა ჟურნალისტებზე მიუღებელია. დემოკრატიულ სახელმწიფოებში ჟურნალისტებს უნდა ჰქონდეთ თავისუფლება და შეეძლოთ საქმიანობის უსაფრთხოდ განხორციელება. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია, რომ მათ შესძლონ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულება საზოგადოების ინფორმირების, სახელმწიფო ინსტიტუციებისა და მთავრობის ანგარიშვალდებულების უზრუნველსაყოფად.”- ნათქვამია გავრცელებულ განცხადებაში.