თავდასხმები და სისხლისღვრა დაღესტანში–რა არის ცნობილი ამ დროისთვის

დაღესტანში შეიარაღებული თავდასხმები თითქმის ერთდროულად ორ ქალაქში მოხდა. დერბენტში უცნობი პირები თავს დაესხნენ მართლმადიდებლურ ეკლესიას და სინაგოგას რეგიონის დედაქალაქ მახაჩკალაში, მართლმადიდებლურ ეკლესიას და საგზაო პოლიციის პოსტს და, თუ ტელეგრამის არხებში გამოქვეყნებული ვიდეოების მიხედვით ვიმსჯელებთ, ხანძარი გაჩნდა ადგილობრივ სინაგოგაში . ინციდენტის შედეგად დაიღუპა ცხრა ადამიანი, მათ შორის შვიდი პოლიციელი, ხოლო 25 დაშავდა, იტყობინება რესპუბლიკის მუფთიატი.

ორივე ქალაქში, სადაც თავდასხმები მოხდა, გამოცხადდა “გადაჭერის“ გეგმა. დაღესტნის ტერიტორიაზე კონტრტერორისტული ოპერაციის რეჟიმი შემოიღეს.

დაღესტნის საგამოძიებო კომიტეტის დეპარტამენტმა აღძრა სისხლის სამართლის საქმე 205-ე მუხლით (ტერორისტული თავდასხმა) მახაჩკალასა და დერბენტში მომხდარ ფაქტზე.

დერბენტი

დერბენტში უცნობი პირები თავს დაესხნენ ლენინის ქუჩაზე მდებარე ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მართლმადიდებლურ ეკლესიას და თაგი-ზადეს ქუჩაზე მდებარე კელე-ნუმაზის სინაგოგას.

პოლიციის ცნობით, თავდასხმა ადგილობრივი დროით დაახლოებით საღამოს 6 საათზე მოხდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თავდამსხმელები ეკლესიასა და სინაგოგას ავტომატური  ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროდნენ.

„წინასწარი ინფორმაციით, ერთი პოლიციელი დაიღუპა, ერთი კი დაშავდა“, – ნათქვამია პოლიციის პრესსამსახურის განცხადებაში.

„ინტერფაქსს“ ქალაქის ადმინისტრაციის პრესსამსახურში განუცხადეს, რომ თავდასხმის შედეგად სინაგოგაში ხანძარი გაჩნდა. გადამწვარი სინაგოგის ვიდეო ტელეგრამის არხებზე გამოქვეყნდა.

თავდასხმის დროს ეკლესიაში მოკლულია მღვდელი, – თქვა დაღესტნის საზოგადოებრივი სადამკვირვებლო პოლიციის უფროსმა შამილ ხადულაევმა: „ჩემი ინფორმაციით, მამა ნიკოლაი დერბენტის ეკლესიაში მოკლეს, ყელი გამოჭრეს. ის 66 წლის იყო და ძალიან ცუდად იყო“.

მღვდლის მკვლელობის შესახებ ინფორმაცია რუსეთის მართლმადიდებლურ ეკლესიაშიც დაადასტურეს. რუსეთის მართლმადიდებლური ეკლესიის საზოგადოებასთან ურთიერთობის სინოდალური განყოფილების თავმჯდომარის, ვლადიმერ ლეგოიდას თქმით, თავდასხმის შედეგად დაიღუპა დეკანოზი ნიკოლაი კოტელნიკოვი, რომელიც  40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში მსახურობდა.

ადგილობრივი დროით 21:38 საათზე ტელეგრამისარხმა 112  გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს სამხედრო ტექნიკის გადაადგილება. ამტკიცებენ, რომ ეს დერბენტის ქუჩებში ხდება.

მახაჩკალა

დერბენტზე თავდასხმისთანავე, თითქმის ერთდროულად, უცნობმა პირებმა რეგიონის დედაქალაქ მახაჩკალაში ცეცხლი გახსნეს. იქ, პოლიციის ცნობით, ერმოშკინის ქუჩაზე საგზაო პოლიციის განყოფილებას დაესხნენ თავს.

ასევე გაჩნდა ცნობები ხანძრის შესახებ სინაგოგაში, რომელიც ამავე ქუჩაზე მდებარეობს. ტელეგრამ არხმა  Baza გამოაქვეყნა ვიდეო, სადაც ჩანს სინაგოგის მესამე სართულის ფანჯრიდან გამომავალი კვამლი.

რია ნოვოსტი დაღესტნის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით იტყობინება, რომ მახაჩკალაში მართლმადიდებლურ ეკლესიასთან სროლა მოხდა. მოგვიანებით ცნობილი გახდა, რომ საუბარი იყო ორჯონიკიძის ქუჩაზე მდებარე წმინდა მიძინების საკათედრო ტაძარზე.

მანამდე დაღესტნის საზოგადოებრივი მონიტორინგის კომიტეტის ხელმძღვანელმა ხადულაევმა განაცხადა, რომ თავდასხმის შედეგად ეკლესიის მცველი დაიღუპა.

„მღვდლები ჩაკეტილები არიან ეკლესიაში და დახმარებას ელოდებიან“, – დაწერა მან.

როგორც თავად ეკლესიამ „ინტერფაქსს“ განუმარტა, იქ არა მხოლოდ სასულიერო პირები, არამედ მრევლიც იყო. მათ თავდაცვის მიზნით ბარიკადები აღმართეს.

ადგილობრივი დროით 21:30 საათზე, სააგენტო TASS, შინაგან საქმეთა სამინისტროს რესპუბლიკურ დეპარტამენტზე დაყრდნობით, იტყობინება, რომ მახაჩკალაში 19 ადამიანი უსაფრთხოების მიზნით ეკლესიაში  იყო ჩაკეტილი, ახლა მათ საფრთხე არ ემუქრებათ.

მოგვიანებით, დეპარტამენტმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ მახაჩყალაში თავდასხმაში მონაწილე ოთხი ბოევიკი მოკლეს.

მანამდე ინტერფაქსი პოლიციაზე დაყრდნობით იტყობინებოდა, რომ მახაჩკალას ქალაქის პლაჟზე ორი თავდამსხმელი დააკავეს. ტელეგრამის არხმა Shot-მა გამოაქვეყნა ვიდეო პლაჟიდან, სადაც ჩანს, რომ ადამიანები პანიკურად გარბიან.

რა არის ცნობილი თავდამსხმელების შესახებ

კონკრეტულად რამდენი ადამიანი მონაწილეობდა თავდასხმაში, ჯერჯერობით უცნობია. მათი ვინაობა ასევე ოფიციალურად არ ვრცელდება.

მოვლენების დაწყებიდან რამდენიმე საათში,  ტელეგრამის არხმა ბაზა გაავრცელა ინფორმაცია, რომ თავდასხმაში შესაძლოა მონაწილეობდნენ დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის მეთაურის, მაგომედ ომაროვის ორ ვაჟს, ოსმან და ადილ ომაროვებს. არხის ცნობით, ისინი ორივე სამართალდამცავმა უწყებებმა თავდასხმის მოგერიების დროს  მოკლეს.

ოფიციალური უწყებები არ აკეთებენ ოფიციალურ კომენტარს თავდასხმაში უმაროვების მონაწილეობის  და  მათი მკვლელობის შესახებ.

მოგვიანებით, TASS–მა და RIA Novosti–მ  სამართალდამცავ უწყებებში თავიანთ წყაროებზე დაყრდნობით განაცხადეს, რომ დაღესტნის სერგოკალინსკის რაიონის ხელმძღვანელი ომაროვი დააკავეს მახაჩკალასა და დერბენტზე თავდასხმაში მისი ვაჟების მონაწილეობის გამო.