“თავიდან “ფეიკი” მეგონა. ეს არის რუსული დაკვეთა საქართველოს წინააღმდეგ!”, – ასე ეხმაურება მმართველი გუნდის ლიდერი მამუკა მდინარაძე პატრიტოთა ალიანსის საარჩევნო ბანერს, რმოელზეც აჭარის რეგიონი ოკპირებული ტერიტორიების მსგავსად მონიშნა და საქართველოს დარჩენილი ტერიტორიიდან გამოყო.
დღეს, სოციალურ ქსელში ფავრცელდა ფოტო, რომელზეც “პატრიოტთა ალიანსმა” განათავსა ბანერი და საქართველოს რუკაზე აჭარის რეგიონი გამოყოფილია, როგორც ოკუპირებული ტერიტორია, აფხაზეთთან და სამხრეთ ოსეთთან ერთად. ოპოზიცია “პატრიოტთა ალიანსის” საარჩევნო სიიდან მოხსნასა და მათი წევრების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენებას ითხოვს. პოლიტიკოსების შეფასებით, დოკუმენტები, რომლებიც ადასტურებენ, რომ “ქართულ ოცნებასთან” დაკავშირებული პარტია კრემლიდან ფინანსდება, მთავარმა პროკურატურამ აუდიტთან ერთად უნდა შეისწავლოს.