თავისივე დაგებულ მახეშია გაბმული ქართული ოცნება და იძულებულია მიჰყვეს დინებას – ნიკა მელია

“თავისივე დაგებულ მახეშია გაბმული ქართული ოცნება და იძულებულია მიჰყვეს დინებას”- ამის შესახებ , ენმ-ის თავჯდომარემ, ნიკა მელიამ “მთავარი არხის” გენერალური დირექტორის, ნიკა გვარამიას სასამართლო პროცესთან დაკავშირებით განაცხადა.

“თავისივე დაგებულ მახეშია გაბმული ქართული ოცნება და იძულებულია მიჰყვეს დინებას. აღძრეს საქმე პოლიტიკოსების წინააღმდეგ, მედიამენეჯერების წინააღმდეგ, ბუნებრივია უკან დასახევი გზა არ აქვს. თუ ვინმე მეტყვის, რომ ხელისუფლება ნიკა გვარამიასთვის გამამართლებელი განაჩენის გამოსატანად ემზადება, უბრალოდ არ დავეთანხმებ” – ამბობს ნიკა მელია