თავისუფალი უნივერსიტეტის სტუდენტს კორონავირუსი დაუდასტურდა.
უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის წარმომადგენლის, ბექა კოკაიას ინფორმაციით, დაინფიცირებულ სტუდენტს უნივერსიტეტში ყოფნის დროს არაფერი აწუხებდა. მას სიმპტომები გვიან ღამით გამოუვლინდა, რის შემდეგაც კორონავირუსზე ტესტირება ჩაიტარა.
კოკაია ამბობს, რომ სტუდენტი ცალკე, იზოლირებულ ფლიგელში სწავლობს, რომელსაც დეზინფექცია ჩაუტარდა.
ის ასევე აღნიშნავს, რომ სტუდენტს რამდენიმე ჯგუფელთან ჰქონდა შეხება, ისინი ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფებიან და კორონავირუსზე ტესტირებას ჩაიტარებენ.
“ჩვენ სწავლა დავიწყეთ 7 სექტემბერს. მანამდე გყავდნენ სამინისტროს წარმომადგენლები, რომლებმაც მოგვცეს სწავლის დაწყების უფლება. ყველა შემომსვლელს ვუზომავდით ტემპერატურას და ვუკონტროლებდით პირბადე ეკეთა თუ არა”,– აცხადებს ბექა კოკაია.
დღეს, 13 სექტემბერს საქართველოში კორონავირუსის 152 შემთხვევა დადასტურდა.