თავისუფალ არჩევნებში გაყალბების, დაშინებისა და მოსყიდვის ადგილი არ არის – კინზინგერი

აშშ-ს კონგრესში საქართველოს მეგობართა ჯგუფის თანათავმჯდომარე, ადამ კინზინგერი ქართველებს არჩევნებში მონაწილეობისაკენ და სიმშვიდისაკენ მოუწოდებს.

კონგრესმენის თქმით, სამართლიან და თავისუფალ არჩევნებში გაყალბების, ამომრჩეველთა დაშინებისა და მოსყიდვის ადგილი არ არის.

“ვადევნებ თვალს ჩვენი მოკავშირის, საქართველოს არჩევნებს. ყველას მოვუწოდებ, მიეცით ხმა, შეინარჩუნეთ სიმშვიდე და პროცესის განვითარებას დაელოდეთ. თავისუფალ და სამართლიან არჩევნებში გაყალბების, დაშინებისა და ხმების მოსყიდვის ადგილი არ არის. ჩვენი ერები ერთიანნი და ძლიერნი არიან, ამერიკას საქართველოს იმედი აქვს”, – წერს კინზინგერი ტვიტერზე.