თავისუფალ მედიაგარემოს ჩვენი გუნდი უდგას გარანტად – ღარიბაშვილის მილოცვა ჟურნალისტებს

ირაკლი ღარიბაშილი, ჟურნალისტებს ქართული ჟურნალისტიკის დღეს ულოცავს და  “ქართული ოცნებას” თავისუფალი მედიის გარანტად ასახელებს:

“მინდა ქართული ჟურნალისტიკის დღე მივულოცო ჩვენს ჟურნალისტებს, მედიის წარმომადგენლებს. უდიდესი პასუხისმგებლობაა, პრინციპებისა და ღირებულებების ერთგულებით, მაღალი პროფესიული სტანდარტის დაცვით ემსახურო შენს ხალხსა და ქვეყანას. ჩვენი ქვეყნის დემოკრატიისთვის კი აუცილებელი წინაპირობა დამოუკიდებელი და თავისუფალი, პლურალისტური მედიაგარემოს არსებობაა, რასაც ჩვენი გუნდი – „ქართული ოცნება“ უდგას გარანტად. კიდევ ერთხელ ვულოცავ მთელს ჟურნალისტთა კორპუსს პროფესიულ დღეს და ვუსურვებ წარმატებებს მათ პროფესიულ საქმიანობაში”, –წერს ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში.