ზაზა გახელაძის სოლიდარობის აქცია გამართეს ბათუმში არასამთავრობო ორგანიზაცია “ალტერნატივას” წევრებმა.
“ალტერნატივამ” აქცია თავისუფლების კვარტალში მოაწყო, სადაც 24 საათიან რეჟიმში 3 თვეა 31 ოქტომბრის გაყალბებულ არჩევნებს აპროტესტებენ. აქციის ბოლოს, ორგანიზაციის ხელმძღვანელმა, ხათუმა ბერიძემ, პროტესტის ნიშნად ვლადიმერ პუტინის სურათი დაწვა.