თავისუფლება მამუკა ჩხიკვაძეს! – აქცია საგარეო საქმეთა სამინისტროსთან

“რუსეთი კლავს, საგარეო – დუმს”, “ხმა ამოიღეთ!” – ამ მოწოდებებით საგარეო საქმეთა სამინისტროსთან მოძრაობა “სირცხვილიამ” აქცია გამართა.

ისინი ოკუპანტების დატყვევებული ყოფილი სამხედროს, მამუკა ჩხიკვაძის გათავისუფლებას და ხელისუფლების ქმედით ნაბიჯებს ითხოვენ.

ჩხიკვაძე უკვე მე-7 დღეა, ცხინვალის იზოლატორში, ოკუპანტების ტყვეობაში იმყოფება. დავით ქაცარავას ინფორმაციით, ის სასტიკად არის ნაცემი.

ყოფილი ჯარისკაცი რუსმა ოკუპანტებმა სოფელ ზემო ნიქოზის მიმდებარე ტერიტორიიდან 12 დეკემბერს გაიტაცეს.