“თავისუფლებისთვის” – დღეს ოპოზიცია აქცია-მსვლელობას გამართავს

“თავისუფლებისთვის” – დღეს, 13 საათზე ოპოზიცია საპროტესტო აქცია–მსვლელობას გამარტავს. ოპოზიციური პარტიების ლიდერები და მათი მხარდამჭერები ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყებენ მსვლელობას. პარლამენტთან აქცია 15:00 საათზე დაიწყება, სადაც ოპოზიცია სამოქმედო გეგმას გააჟღერებს.

მათი მთავარი მოთხოვნები ნიკა მელიას გათავისუფლება და ვადამდელი არჩევნების დანიშვნაა.

აქციას უერთდებიან რეგიონებიდანაც. აქტივისტების ავტოკოლონები უკვე გამოემართნენ ქუთაისიდან და თელავიდან.