ვფიქრობ, კანონის საწინააღმდეგოდ სხვადასხვა პროფესიის ადამიანების მობილიზება პოლიტიკოსებისა და არგუმენტების უსუსურობაზე უფრო მეტყველებს. დარწმუნებული ვარ, ის მსახიობები, რომლებიც ამ პროცესებში ერთვებიან, საკუთარ საქმეში გაცილებით პროფესიონალები არიან, ვიდრე პოლიტიკაში გარკვეულები.
ოპოზიციონერ პოლიტიკოსებს კი მინდა მივმართო – რუსეთს, ეკრანებსა და სხვადასხვა ცნობილ სახეებს ამოფარებას, აჯობებს, სადაც საჭიროა, იქ გვესაუბრონ.