“თავი დაირეგულირეთ” – კომუნიკაციების კომისიასთან “სირცხვილიას” აქცია მიმდინარეობს

კომუნიკაციების კომისიასთან ამ წუთებში “სირცხვილია” საპროტესტო აქციას მართავს. ადგილზე შეკრებილები არიან სამოქალაქო აქტივისტები პოლიტიკური პარტიის ლიდერები, მათი მხარდამჭერები და მედიის წარმომადგენლები.

აქციის მონაწილეები სირცხვილიას კლიპის ეთერში გაშვების გამო მარეგულირებლის მიერ მთავარი არხის დაჯარიმებას აპროტესტებენ და  კომუნიკაციების კომისიის ხელმძღვანელის გადადგომას ითხოვენ.