საქართველოს საკლათბურთო ნაკრების კაპიტანი, თორნიკე შენგელია რუსეთის არმიის კლუბში, მოსკოვის ცსკა-ში გადასვლის შემდეგ ამბობს, რომ თავი სამართლებელი არავის აქვს.
მისი თქმით, ის საქართველოს სულის მატარებელია რუსეთშიც და ყველგან, სადაც არის.
“კონტრაქტი არის სამწლიანი. ყოველ ზაფხულს მექნება იმის საშუალება, რომ გადავიდე ამერიკის რომელიმე გუნდში თუ იქნება დაინტერესება. თავი სამართლებელი მართლა არავის აქვს, იქ მივდივარ კალათბურთის სათამაშოდ. ჩემი გარემოება არ განსაზღვრავს ვინ ვარ მე. მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო. ამ გადაწყვეტილების მიღებით არცერთი წამით არ შეცვლილა ჩემი დამოკიდებულება ჩემი ხალხის მიმართ, ჩემი სამშობლოს მიმართ და იმედია, რომ არც ხალხის დამოკიდებულება შეიცვლება ჩემს მიმართ,” – განაცხადა თორნიკე შენგელიამ რუსთავი 2–თან საუბრისას.
საქართველოს ნაკრების კაპიტნის ცსკაში გასავლის შესახებ ინფორმაცია დღეს ოფიციალურად დადასტურდა. შენგელიას თქმით, ცსკაში გადასვლით ბედნიერია.