27 ოქტომბერს სასამართლო სხდომაზე ჩართვა მექნება. ახლავე ვაფრთხილებ ოლიგარქის ხელისუფლებას, ჩემი ხმის დაბლოკვას მორიგ ჯერზე ნუ შეეცდება. თუ ლეპტოპით არ გამოგდით, ამის განხორციელება მობილური ტელეფონითაც უპრობლემოდ შეიძლება. რამდენიც არ უნდა სცადოთ, ვერ შეძლებთ ჩემს იგნორირებასა და ჩემთან დაკავშირებული ერთიანი ნაციონალური მოძრაობის – გამარჯვების პლატფორმის პოლიტიკური პროცესებიდან გათიშვას იგნორირების, მანიპულირებისა და თქვენი ხელოვნური პროექტების წინ წამოწევის გზით. რატომ ვერ შეძლებთ, პასუხი მარტივია – იმიტომ, რომ ჩვენ ყველაზე მეტად ჩვენი ხალხის ბედი გვაღელვებს.
მე ჩემი თავიც ქართველი ხალხის დასახმარებლად გავწირე და ხალხი ყველაფერს ხედავს. დარწმუნებული ვარ, გადამწყვეტ მომენტში თავის სიტყვას იტყვის. ამ გადამწყვეტი მომენტისთვის კი მომზადებაა საჭირო. ამიტომაც ეშინიათ და საბჭოთა კგბ-ს სტილში ახშობენ ჩემს გამოსვლებს, რათა ხალისი დამიკარგონ და თავის ჭკუით, რამენაირად ცუდი კუთხით გამომაჩინონ.