თავი შეიკავეთ მანქანით გადაადგილებისგან – თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი

“თავი შეიკავეთ მანქანით გადაადგილებისგან”- ამის შესახებ, თბილისის მერიის სატრანსპორტო სამსახურის უფროსი, ვიქტორ წილოსანი  სოციალურ ქსელში წერს და მოქალაქეებს ავტომობილებით გადაადგილებისაგან თავის შეკავებისკენ მოუწოდებს.

“გამარჯობა, დღეს მოიხსნა რიგი შეზღუდვები, შესაბამისად გაიზრდება მობილობა და ვინაიდან საზოგადოებრივი ტრანსპორტი გაჩერებულია, ველოდებით საცობებს, ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურად თავი შეიკავოთ ავტომობილებით გადაადგილებისგან.
წარმატებულ დღეს გისურვებთ.” – წერს ვიქტორ წილოსანი სოციალურ ქსელში.