თავი შეიკავეთ სააკაშვილის შემდგომი დევნისგან – ევროპარლამენტარი ოცნებას

ევროპარლამენტარის, პეტრას აუსტრევიჩუსის შეფასებით, მიხეილ სააკაშვილის დაკავება საქართველოში პოლიტიკურ პოლარიზაციას კიდევ უფრო ზრდის.

“მიხეილ სააკაშვილის დაკავება კიდევ უფრო ზრდის პოლიტიკურ პოლარიზაციას საქართველოში. მოვუწოდებ “ქართულ ოცნებას”, თავი შეიკავოს ყოფილი პრეზიდენტის შემდგომი დევნისგან და აჩვენოს ძალიან საჭირო საზოგადოებრივი კონსოლიდაცია”,– წერს ის ტვიტერზე.