“თავი შეიკავეთ სამსახურში გამოცხადებისგან” – პრემიერი მასწავლებლებს მიმართავს

პრემიერმინისტრი გიორგი გახარია მასწავლებლებსა და საგანმანათლებლო დაწესებულებების თანამშრომლებს მიმართავს და განსაკუთრებული სიფრთხილისკენ მოუწოდებს.

გახარიას განცხადებით, თუ საგანმანათლებლო სექტორის თანამშრომლები 15 აგვისტოს შემდეგ იმყოფებოდნენ აჭარაში ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონში, უმჯობესია, სწავლის დაწყებიდან პირველი 2 კვირა სამსახურში მისვლისგან თავი შეიკავონ.

“მინდა მოვუწოდო ყველა იმ ადამიანს, პირველ რიგში მასწავლებელს, ან სასწავლო დაწესებულების თანამშრომელს, რომლებიც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, ან 15 აგვისტოდან, იმყოფებოდნენ აჭარაში, ან სხვა ეპიდემიოლოგიური რისკების მატარებელ რეგიონებში, სასწავლო წლის პირველი ორი კვირის განმავლობაში, თავი შეიკავონ სამსახურში გამოცხადებისგან”, – ამბობს გახარია.