“პარტიის თავმჯდომარედ თუნდაც კალაძე ან გახარია რომ აერჩიათ, ეს ადამიანები ივანიშვილს რაღაცაში, ასიდან ორში მაინც შეეწინააღმდეგებოდნენ”- ევროპული საქართველოს ერთ-ერთი ლიდერის, გიგი უგულავას თქმით, ივანიშვილს სიტყვა რომ არ დაეტოვებინა, კობახიძეს ქართული ოცნებიდან გაუშვებდნენ. ამის შესახებ უგულავამ პალიტრანიუსის ეთერში განაცხადა.
“ივანიშვილი წავიდა და ქართულ ოცნებაში მემკვიდრე დატოვა?! თუკი საიდანღაც მივდივარ, იქ მემკვიდრეს არ ვტოვებ. რომ არა ივანიშვილის დატოვებული სიტყვა, კობახიძეს უმრავლესობიდან გააგდებდნენ, რაც კობახიძემ ძალიან კარგად იცის. რიგითი ქოცისთვის, რომელიც პარლამენტში ზის, კობახიძე არის მარსიანელი, უცხო სხეული. თუკი ის ივანიშვილის უცხო სხეულს იტანდა, რადგან იქ ივანიშვილი იყო ხუთი მილიარდითა და თავის დროზე მომგები, ეს არის ადამიანი, რომელსაც ცხოვრებაში არაფერი გაუკეთებია და თავზე დაასვეს. პარტიის თავმჯდომარედ თუნდაც კალაძე ან გახარია რომ აერჩიათ, ეს ადამიანები ივანიშვილს რაღაცაში, ასიდან ორში მაინც შეეწინააღმდეგებოდნენ”, – ამბობს უგულავა.