ევროპული საქართველოს წევრი ოთო კახიძე ამბობს, რომ ნიკა მელია თავს მხნედ გრძნობს და მხარდაჭერით გახარებულია.
“შეიძლება ცოტა ბანალურად ჟღერს, მაგრამ ის ციხეში უფრო თავისუფალია, ვიდრე გარეთ მყოფი მისი მდევარი – Foxcatcher.
თავს გრძნობს მაგრად და არის მხნედ. გახარებულია შიდა და გარე მხარდაჭერით. იცის, რომ სწორი ნაბიჯი გადადგა, დარწმუნებულია ჩვენ სიმართლესა და მორალურ უპირატესობაში.
ასეთი განწყობით და შემართებით ბრძოლისას – გამარჯვება გარდაუვალია. თავისუფლება პოლიტპატიმარ ნიკა მელიას!”,- წერს კახიძე.
ცნობისთვის, დღეს თბილისის სააპელაციო სასამართლომ ენმ-ს თავმჯდომარის, ნიკა მელიას ადვოკატების საჩივარი დაუშვებლად ცნო.
ადვოკატები თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლის ნინო ჩახნაშვილის გადაწყვეტილების გაუქმებას ითხოვდნენ, რომლთაც მან რომლითაც ნიკა მელიას აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.