14 წლის ნინის ძმა ძალადობაში დედას ადანაშაულებს და ბაბუის მხრიდან ძალადობას უარყოფს.
”თავს ვერ ვიპარსავ იმდენი შრამი მაქვს დედასგან მიყენებული” – ამბობს გარდაცვლილის ძმა მთავართან საუბრისას.გარდაცვლილ არასრულწლოვანს “გარყვნილებაში” ადანაშაულებენ ოჯახის სხვა წევრები.
14 წლის არასრულწლოვანის დედა ამტკიცებს, რომ მისი შვილი სექსუალურის გარდა, ძალადობის მსხვერპლი იყო და ოჯახის წევრები ხშირად სცემდნენ.
”ბაბუა ძალადობდა ჩემს შვილზე. ფიზიკურად, ხელითაც ეხებოდა ხოლმე. მითხრა, რომ ნასვამი შემოვიდა ჩემ ოთახში, მე მეძინა და თავზე დამახტა და ცემა დამიწყოვო…გაუპატიურების დღეს სცემა უმოწყალოდ” – ამბობს, გარდავლილი 14 წლის ნინის დედა, მერი რომანაძე.
შეგახსენებთ, ქობულეთის მუნიციპალიტეტში 9 თებერვალს 14 წლის მოზარდმა თავი მოიკლა. 10 თებერვალს პოლიციამ ნიკა ტაკიძე დააკავა. მას ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 140-ე მუხლის პირველი ნაწილითა და 115-ე მუხლით წარედგინა. დღეს, 15 თებერვალს კი გარდაცვლილის ბაბუაც დააკავეს.