ჯანდაცვის მინისტრი ეკატერინე ტიკარაძე, აცხადებს, რომ “ასტრაზენეკას” ვაქცინის გაკეთების შემდეგ თავს კარგად გრძნობს. ამის შესახებ მან, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრა.
“თავს კარგად ვგრძნობ და შესაბამისად, შეგვიძლია, დავარწმუნოთ საზოგადოება, რომ ვაქცინაციის პროცესი არც თუ ისე საშიშია და შეგვიძლია, საკმაოდ მაღალი ნდობით მოვეპყროთ მას.”- განაცხადა ტიკარაძემ.
ამ დროისთვის ქვეყნის მასშტაბით აცრილია 4 000-ზე მეტი სამედიცინო პერსონალი.