პარტია “კანონი და სამართლის” ლიდერი, თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ ესმის ნაციონალური მოძრაობის გადაწყვეტილების.
მისივე თქმით, ამ წუთებში თავადაც ერთგვარი პოლიტიკური საბჭო აქვს თანაგუნდელებთან და საბოლოო გადაწყვეტილების შესახებ ბრიფინგს რამდენიმე დღეში გამართავს.
“ჩემი მოსაზრება მაქვს და მაფერხებს რაღაცები. პარლამენტი აღარ არის ერთპარტიული და სრულიდ მესმის მათ მირ მიღებული გადაწყვეტილების. თუ არ შევიდოდნენ პარლამენტში და ჩახსნიდნენ სიას, მათი მანდატები იქნებოდა გადანაწილებული სხვა, სამპროცენტიან პარტიებზე და, რა თქმა უნდა, მათი შრომით მოპოვებული მანდატები ნამდვილად არ უნდა დაუთმონ სხვას“, – განაცხადა ჩარკვიანმა CNews-თან საუბრისას.