პარტია კანონი და სამართლის ლიდერი, საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატი თაკო ჩარკვიანი „ქართული ოცნების“ თავმჯდომარეს არჩევნების გაყალბებაში ადანაშაულებს და აცხადებს, რომ არ აპირებს პარლამენტში შესვლას.
“ამ ჩვენი გაყალბებულითაც კი “სტრატეგია აღმაშენებელის” რამდენიმე ადამიანი შესულები ვართ, სიით მეორე ვარ და დეპუტატად შევალ ჩვეულებრივად. მაგრამ რომ შევიდე ვის ველაპარაკო? ღირსება აყრილ პარლამენტში რა უნდა გავაკეთო? გაყალბდა ისე, რომ ბალანსიც ვერ დასვეს. „სტრატეგია აღმაშენებელი“ იმ გაყალბებულითაც კი შესულები ვართ პარლამენტში, რადგან ასე მოგვიწია პროცენტით. ჩემი ფეხი არ იქნება ღირსებააყრილ პარლამენტში. რა უნდა ვაკეთო? რეფორმების მიღებას შევძლებ? დეპუტატობა რომ მდომოდა, აქამდე მოვახერხებდი
მე პირადად უთავმოყვარეო ადამიანებით სავსე პარლამენტში შესვლას არ ვაპირებ. რა ჯანდაბა მინდა? მე სურვილი მქონდა, შევსულიყავი და ცვლილება მომხდარიყო რეფორმების, აბა ახლა პარლამენტში დეპუტატობა მინდოდა? ვერ მოვახერხე ამ ასაკამდე დეპუტატობა?”, – თქვა თაკო ჩარკვიანმა.
დღეს, 16:00 საათზე ოპოზიცია პარლამენტთან აქციას გამართავს – ასე გამოეხმაურნენ პოლიტიკური ლიდერები ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ გუშინ ღამით გამოქვეყნებულ შედეგებს.