თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

პარტია კანონი და სამართალის ლიდერი თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა, თუმცა შარლ მიშელის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა.

მისი თქმით, ამის მიზეზი საკანონმდებლო ორგანოში შეცვლილი ვითარებაა.

“შეცვლილი ვითარების გამო, მე იმ უმცირესობაში ვიყავი ჩემს პარტიაში, რომელსაც შეცვლა რაღაცნაირად… გული მეთანაღრებოდა, მაგრამ რადიკალურად სხვა მოცემულობა მოგვცა უკვე შესულმა ატმოსფერომ, ვგულისხმობ ხელმომწერებს. აღარ არის პარლამენტი ბოიკოტირებული, დაეკარგა აზრი, არ არის ერთპარტიული, არის მრალპარტიული”, – თქვა ჩარკვიანმა.

მანვე აღნიშნა, რომ გამოკითხვა ჩაატარა, რომლის მიხედვითაც, მხარდამჭერების დიდი ნაწილი პარლამენტში მის შესვლას უჭერდა მხარს.