პოლიტიკური პარტია “კანონი და სამართალი“–ს ხელმძღვანელი, თაკო ჩარკვიანი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად იყრის კენჭს. ამის შესახებ მან ცოტა ხნის წინ ფეისბუქზე დაწერა:
“ძვირფასო მეგობრებო!
ქალბატონებო და ბატონებო!!!!!
პრველად გამცნობთ თქვენ( დაპირებისამებრ )უპირველესად თქვენ!?❤️
გადაწყდა და დიდი ხნის ბჭობის და დიიიდი სამეგობროს – ქვეყნის და ხალხის გულშემატკივრების თხოვნით გადაწყვეტილება მიღებულია – კენჭს ვიყრი საბურთალოს რაიონის მაჟორიტარად( ჩემს უბანში?❤️)
დევიზი ასეთია “არც ერთი ხმა პუტინს”!საქართველო კორუფციონერების და 30 წლიანი ,თაღლითი -კორუფციაში ჩაფლული , ოკუპანტთან გარიგებული პოლიტიკანების გარეშე, ბიუჯეტის ძარცვით ახალგაზრდების მომავალს და მოხუცების სიბერეს -პენსიას , რომ იპარავენ!! ✌️?❤️მიყვარხართ მე თქვენ, მიყვარს გაწვალებული მტრისგან დაუცველი საქართველო და მხოლოდ ამიტომ მივიღე ეს გადაწყვეტილება“– წერს თაკო ჩარკვიანი.
თაკო ჩარკვიანი არ აკონკრეტებს, არის თუ არა ეს გადაწყვეტილება შეთანხმებული გაერთიანებულ ოპოზიციასთან, რომლის წევრია მისი პარტია.