თაკო ჩარკვიანი: სიამტკბილობა და ჭიკჭიკი იყო პარლამენტში

პარტია კანონი და სამართლის ლიდერი თაკო ჩარკვიანი ამბობს, რომ შარლ მიშელის დოკუმენტი გამარჯვებად ვერ მოინათლება.

“დოკუმენტს ვერ მონათლავ გამარჯვებად, თუკი ოკუპანტის შემომყვანი დაწინაურებულ იქნება, დამნაშავეები გათავისუფლდებიან, დაზარალებულები კი, რომლებაც გააპროტესტებს საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარის სკამში ჩაჯდომა… ასეთი დოკუმენტი გამარჯვებად ვერ მოინათლება, რაც არ უნდა მოინდომოს სალომე სამადაშვილმა. ასეთი სულსწრაფობა იყო უდიდესი პოლიტიკური შეცდომა. ასეთი პოლიტიკოსები მიდიან და მოდიან, წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიან – დიახ, დარჩება პრინციპული ოპოზიცია”,- თქვა ჩარკვიანმა ფორმულას ეთერში.

მისივე თქმით, დღეს პარლამენტში “სიამტკბილობა და ჭიკჭიკი იყო”.

“მე ვემხრობი, რომ გარეთ იყოს პრინციპულად ოპოზიცია. როდესაც პოლიტიკური ველი ძალიან აამღვრია ამ უპრინციპო ოპოზიციამ, ჩამოშლილ ხელისუფლებას ამოუდგნენ კედლებად, ამან სრულიად შეცვალა პოლიტიკური ვითარება. ამიტომ ახლა ვეღარ ვიტყვი, რომ 27%-იანი ნაციონალური მოძრაობა უთუოდ უნდა დარჩეს გამარგინალებული, ისეთი სიამტკბილობა და ჭიკჭიკი იყო წეღან პარლამენტში”,- აღნიშნა თაკო ჩარკვიანმა.